ახალი ამბები
უკრაინა "აზოვსტალიდან" 60 ადამიანის გამოყვანაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს
FaceBook
"აზოვსტალის" ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციაზე უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. მისი თქმით, საქმე ეხება ექიმებსა და მძიმედ დაჭრილებს.

"იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია, პირველ რიგში ისინი უნდა გადავარჩინოთ, რადგან რუსეთი ერთბაშად ყველაფერზე არ დაგვთანხმდება. უნდა გამოვიყვანოთ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, მათი რაოდენობა 60-ია",
- განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აზოვსტალში 1000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი იმყოფება.

აზოვსტალის ქარხნიდან უკვე გაყვანილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იქ თავს ომის დაწყების დღიდან აფარებდნენ.

უკრაინაში 80 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #აზოვსტალი