ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის მეოთხმოცე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 27 200 [გასულ დღე-ღამეში +350] ადამიანი

ტანკი – 1 218 ერთეული [+13]

ჯავშანტექნიკა / APV – 2 934 ერთეული [+34]

საარტილერიო სისტემა – 551 ერთეული [+9]

MLRS – 195 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 88 ერთეული

თვითმფრინავი – 200 ერთეული

ვერტმფრენი – 163 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 13 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 411 ერთეული [+6]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 059 ერთეული [+17]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95 ერთეული

სპეცტექნიკა – 42 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

165 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

845 უპილოტო საფრენი აპარატი

304 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 039 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

369 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 498 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 882 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 80 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print