ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე 227 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის აგრესიას დღემდე 227 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 420 კი დაშავდა.


ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვის შედეგად 1 748 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 144 მთლიანად განადგურდა.

უკრაინაში 80 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print
თეგები: #უკრაინა