ახალი ამბები
თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების სია გაიზარდა
FaceBook
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა.


ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

მედიკამენტები "ფარმადეპოს", "ავერსის",, "PშP"-ს, "იმპექსის", "GPჩ"-ის, "ფარმსახლის" და "დოიჩე აფთიაქის" ქსელშია ხელმისაწვდომი.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენაა შესაძლებელი, გაეცნობით ამ ბმულზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.
Print