ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეულმა ზარალმა 270 950 ლარი შეადგინა
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები.

იმერეთის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეულმა ზარალამა 270 950 ლარი შეადგინა. იმერეთის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობების, სკოლამდელი დაწესებულებებისა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები. ასევე, დაზიანდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხიდ–ბოგირები, გზის რამდენიმე მონაკვეთი და ნაპირსამაგრები.

დიდთოვლობამ მაღალმთიან რეგიონში პრობლემები შექმნა. ასევე, პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზეც.
Print