ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 79-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.



უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 900 [გასულ დღე-ღამეში +250] ადამიანი

ტანკი – 1 205 ერთეული [+10]

ჯავშანტექნიკა / APV – 2 900 ერთეული [+27]

საარტილერიო სისტემა – 542 ერთეული [+8]

MLRS – 193 ერთეული [+2]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 88 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 200 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 162 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 13 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 405 [+7]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 042 [+23]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 95 [+1]

სპეცტექნიკა – 41

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

164 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

827 უპილოტო საფრენი აპარატი

304 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 022 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

366 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 479 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

2 832 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 79 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print