ახალი ამბები
კიევთან ახლოს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი - გაერო
FaceBook
კიევის რეგიონში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.


ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა, მათი უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს. მათი მკვლელობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სნაიპერის ან ჯარისკაცების წინასწარ განზრახულ ქმედებასთან, იმ დროს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს, ისინი გადადიოდნენ გზაზე ან გამოდიოდნენ სამალავებიდან საკვების ან წყლის მოსაძებნად. სხვები მოკლეს მაშინ, როცა ცდილობდნენ მანქანით გაქცევას.

"კიევის ოლქის სოფელ კატიუჟანკაში რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს ახალგაზრდა წყვილი, მათი 14 წლის შვილი და ბაბუა, როცა ისინი ცდილობდნენ სახლთან მისვლას. მშობლები დაიღუპნენ, მოზარდი ორი ტყვიით დაიჭრა",
- განაცხადა ბაჩელეტმა.

რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

უკრაინაში 79 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print
თეგები: #გაერო #კიევი