ახალი ამბები
აზოვსტალიდან უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება
FaceBook
აზოვსტალის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის გეგმას თურქეთი უშუამავლებს.


ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში შუამავლობას თურქეთი უკვე დათანხმდა. ევაკუაცია მძიმედ დაჭრილებით დაიწყება.

"დავიწყეთ სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. ვიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. ჩართული არის წითელი ჯვარი. ისინი დღეს რუსებს ხვდებიან. მათთან და გაეროსთან ერთად მოლაპარაკება ვაწარმოეთ და მანდატი გადავეცით. გვსურს, ზუსტად ვიცოდეთ როგორ მოხდება აზოვსტალიდან ევაკუაცია",
- განაცხადა ვერეშჩუკმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ევაკუაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

აზოვსტალის ქარხნიდან უკვე გაყვანილი არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იქ თავს ომის დაწყების დღიდან აფარებდნენ.
უკრაინაში 79 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print
თეგები: #აზოვსტალი