ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
ქალაქ მარიუპოლში, ქარხანა "აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.


ტვ "მთავარის" ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის დროს ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა, ამის შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას დაბომბვას ემსხვერპლა.

ტატო ბიგვავა აზოვის პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. მისი ოჯახი სოხუმიდან დევნილი იყო. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან.

ტატო ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე რჩება.

უკრაინაში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Print