ახალი ამბები
რუსეთის გასვლა ხარკოვიდან მისი უუნარობის აღიარებაა - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
რუსეთს ხარკოვიდან ჯარები გაჰყავს, ძირითადი ქალაქების აღებას ვერ ახერხებს.


ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

"რუსეთის გასვლა ხარკოვის ოლქიდან მისი უუნარობის აღიარებაა... რუსეთის მიერ დონბასში ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის ოლქში განლაგებული დანაყოფები დაუცველი დატოვა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინული კონტრშეტევითი ძალების წინაშე. ამიტომ, ომის საწყის ეტაპებზე ხარკოვის მიღწეული წარმატების მიუხედავად, რუსეთმა გამოიყვანა ქვედანაყოფები ოლქიდან",
- აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.

უკრაინამ აღიდგინა საზღვრის 1200 კილომეტრიან პერიმეტრზე კონტროლი.

უკრაინაში 78 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. დაანგრიეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს ათასობით ადამიანი, თუმცა, რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.
Print