ახალი ამბები
რა დაუჯდა ქუთაისის მერიას "გვირილობა"
FaceBook
ქუთაისის მერიამ, "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებისთვის, ბიუჯეტიდან 4 930 ლარი დახარჯა.


ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ორმაისობის" აღსანიშნად თავდაპირველად 25 აქტივობა დაგეგმა, რისთვისაც ჯამში, ქალაქის ბიუჯეტიდან 41 200 ლარის დახარჯვა ჰქონდა განსაზღვრული, თუმცა, უამინდობის გამო, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. შესაბამისად, მერიამ 36 270 ლარის ათვისება ვერ შეძლო.

"მერიის მიერ ,,გვირილობის"" დღესასწაულის აღნიშვნის ფარგლებში, უამინდობის გამო ღია სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმებით დაიზოგა 36 270 ლარი. დაზოგილი თანხა მოხმარდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც არ არის ქალაქის ბიუჯეტით დაგეგმილი, მაგრამ მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროებს მხარდაჭერას. ასევე, დაზოგილი თანხა სოციალური ღონისძიებების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული",
- წერია მერიის მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" გამოგზავნილ წერილში.

რა ღონისძიებები იყო დაგეგმილი და საბოლოოდ რა ჩატარდა, ნახეთ აქ.

აღსანიშნავია, რომ  მერიას  "გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების შესასყიდად ელექტრონული ტენდერი არ ჩაუტარებია.  იმის ნაცვალდ, რომ  სახელმწიფო შესყიდვის გზით კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი გარემო შეექმნა, შესყიდვების გამარტივებული ფორმა  ანუ ერთპირთან  მოლაპარაკება არჩია.

შესაბამისად, მერიამ მისთვის სასურველ კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულებები:


გამარტივებული შესყიდვა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც შესასყიდი სამუშაოები 5 000 ლარამდეა. ასევე, არის ფორსმაჟორული ვითარება და ვერ ესწრება სამუშაოების ელექტრონული შესყიდვა.
Print