ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 77-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით, 26 350 ადამიანი

ტანკი – 1 187 ერთეული

ჯავშანტექნიკა / APV – 2 856 ერთეული

საარტილერიო სისტემა – 528 ერთეული

MLRS – 185 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული

თვითმფრინავი – 199 ერთეული

ვერტმფრენი – 160 ერთეული

გემი/ნავი – 12 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390

მანქანები და საწვავის ავზები – 1 997

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94

სპეცტექნიკა – 41

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

164 თვითმფრინავი

125 ვერტმფრენი

798 უპილოტო საფრენი აპარატი

302 საზენიტო სარაკეტო სისტემა

2 983 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

351 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 796 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 77 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print