ახალი ამბები
"ტორპედოს" მოედანს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
FaceBook
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


რეკონსტრუქციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვას (NAT220009025) აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეისკურანტის ღირებულება 1 859 746 ლარს შეადგენს, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 11 000 000 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს, როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე, ამ დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა განახორციელოს.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 15 მაისს იწყება და სამ დღეში დასრულდება.





Print