ახალი ამბები
ქუთაისის მერმა გასულ წელს 590 მოქალაქე მიიღო
FaceBook
თუმცა, ქალაქის პირველ პირთან შეხვედრაზე 868 მოქალაქე ჩაეწერა.


ქუთაისის მერმა 2015 წელს 590 მოქალაქე მიიღო. თუმცა, ქალაქის პირველ პირთან შეხვედრაზე 868 მოქალაქე ჩაეწერა. მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, მერთან შეხვედრის შედეგად 402 მოქალაქის საკითხი დადებითად გადაწყდა.

საერთო ჯამში, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2015 წელს მოქალაქეების მხრიდან 9068 განცხადება შევიდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, შესული განცხადებებიდან პასუხი 92 პროცენტმა მიიღო.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში მის პრეზენტაციამდე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ დაიწუნა.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2015 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, მერიის კანცელარიიდან 10 675 საშვი გაიცა. მერის მიერ დაწუნებული ანგარიში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ წარადგინა.

თუ როგორ მიმდინარეობდა მოქალაქეთა მიღება ნახეთ ვიდეო სიუჟეტში.
Print