ახალი ამბები
8 ადამიანი გარდაიცვალა - კორონავირუსის ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა საქართველოში
FaceBook

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსის შემთხვევების განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის 0.66%-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

Print