ახალი ამბები
უკრაინაში, რუსების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე, ასი ათასამდე ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს
FaceBook
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური დღეში 327 ასაფეთქებელ ნივთიერებას ანეიტრალებს.

ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ საგანგებო სამსახურს ტერიტორიების განაღმვა უწევს.

9 მაისის მონაცემით  დაფარულია 15 ჰექტარი ფართობი.

ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ 98 864 ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა გაუვნებელყოფილი.

უკრაინაში 76 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. დაანგრიეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს ათასობით ადამიანი. თუმცა რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინამ დაიბრუნა ათასამდე ოკუპირებული პუნქტი.
Print