ახალი ამბები
რუსეთმა ოკუპირებულ ქალაქებში მოსახლეობას „გამარჯვების დღის“ აღნიშვნა აიძულა
FaceBook
რუსეთი გამარჯვების დღის აღნიშვნას ოკუპირებული უკრაინის ქალაქების მოსახლეობას აიძულებს.


უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში "ზეიმების" გამართვის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ამ ქალაქებში 9 მაისი "საბჭოთა სტილში" აღინიშნა, საბჭოთა დროშებისა და სიმღერის "დენ პობედის" თანხლებით.

"დღესასწაულები" მოეწყო ოკუპირებულ ხერსონსა და სკადოვსკში. ხალხი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში შეიკრიბა და საბჭოთა წითელი დროშებით მსვლელობა გამართა.

გამარჯვების დღის ღონისძიებები ჩატარდა ოკუპირებულ ენერჰოდარში, ზაპორიჟიას ოლქში და დაბომბილ მარიუპოლში, რომლის 95%-ზე მეტს აკონტროლებს რუსეთი.

უკრაინაში 75 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. გაანადგურეს ასობით დასახლებული პუნქტი და დახოცეს ათასობით ადამიანი. ქალაქი მარიუპოლი თითქმის განადგურდა. უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია სულ ცოტა 25 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. "აზოვის" მებრძოლები აგრძელებენ ბრძოლას მარიუპოლისთვის. უკრაინულმა მხარემ დაიბრუნა ათასამდე დასახლებული პუნქტი.


Print