ახალი ამბები
ქუთაისის მერის დაწუნებული პრეზენტაცია ადმინისტრაციულმა სამსახურმა წარადგინა
FaceBook
ქალაქის მერთან მიღებაზე 868 მოქალაქე ჩაეწერა, საიდანაც ქალაქის პირველ პირს 590 ადამიანი შეხვდა. ქუთაისის მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, 2012 წლიდან გასული წლის ჩათვლით, მერიის ადმინისტრაციული ხარჯი 1 300 000 ლარით შემცირდა.

ამის შესახებ ჯავახიამ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის 2015 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში მერიის მიერ დაგემილი და განხორციელებული 1500-მდე ღონისძიება გაიმართა.

მისივე განმარტებით, მერიის ადმინისტრაცული სამსახური, წინა წლებთან შედარებით, ეფექტურად მუშაობს.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ქუთაისის მერიაში გასულ წელს შესული მოქალაქეთა წერილების შესახებ სტატისტიკა სლაიდებად წარადგინა.

2015 წელს მერიის კანცელარიის მიერ 10 675 საშვი გაიცა. აქედან, ქალაქის მერთან მიღებაზე 868 მოქალაქე ჩაეწერა, საიდანაც ქალაქის პირველ პირს 590 ადამიანი შეხვდა. ჯავახიას მტკიცებით, მერთან შეხვედრის შედეგად 402 მოქალაქის საქმე დადებითად გადაწყდა.

გასული წლის მუშაობის ანგარიშთან ერთად, ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის მუშაობის მთავარ ამოცანებზეც ისაუბრეს.

საჯარო ინფორმაციის მოქალაქეებისთვის ოპერატიულად მიწოდება, ტრენინგ-სემინარები და მოქალაქეების ჩართულობა - ეს იმ ძირითადი პრიორიტეტების არასრული ჩამონათვვალია, რომელიც მიმდინარე წელს ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს დასახული. 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში მის პრეზენტაციამდე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ დაიწუნა.
Print