ახალი ამბები
ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაში შეჭრას 226 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
FaceBook
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 226 ბავშვი დაიღუპა, 415-ზე მეტი კი დაშავდა.


ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს ცნობები არ არის სრული, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

8 მაისის განახლებული ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 635 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 126 მათგანი მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში 75 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print