ახალი ამბები
ოკუპანტ ქვეყანას უკრაინაში იარაღის მარაგი ეწურება - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
რუსეთის სამხედრო ძალებს სიზუსტის მქონე სამხედრო იარაღის მარაგები ეწურებათ.


ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის არმია ნაკლებად საიმედო და ადვილად იდენტიფიცირებად იარაღს იყენებს. მათი ვარაუდით, რუსეთი ტექნიკის შეცვლას ცდილობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გაჭიანურდა, ოკუპანტებს სამხედრო მასალის მარაგი ეწურებათ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი და ზუსტი დარტყმების განხორციელების მცდელობებში ნაკლოვანებები გამოავლინა. რუსეთის ქვედანაყოფები უკრაინის ქალაქებს ინტენსიურად ბომბავენ და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მაღალ მაჩვენებელს ნაკლებად ითვალისწინებენ". - წერია ანგარიშში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 75 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ
Print
თეგები: #უკრაინა