ახალი ამბები
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
FaceBook
დღეს ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა.


მეორე მსოფლიო ომი ევროპაში გერმანიამ  1939 წლის პირველ სექტემბერს 4 საათსა და 45 წუთზე ვერმახტის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო. თავდასხმის გამართლების მიზნით, გერმანულმა მხარემ მოაწყო რამდენიმე ინციდენტი. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო პოლონურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი "ეს-ეს"-ის-ის წევრების თავდასხმა 31 აგვისტოს რადიოსადგურ გლაივიცზე, რომლის დროსაც მათ პოლონურ ენაზე ეთერში გადასცეს პოლონეთის მიერ გერმანიისადმი ომის გამოცხადების ცნობა.

ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ამ ომს შეეწირა 300 ათასი ქართველის სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია გაზიარებული არ იქნა.
Print