ახალი ამბები
„მაშინ მოვიგეთ, ახლა გავიმარჯვებთ“ - ზელენსკიმ უკრაინელებს ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ნაციზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.


"ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ძალიან მალე უკრაინას ექნება გამარჯვების ორი დღე. ჩვენ მოვიგეთ მაშინ, ჩვენ გავიმარჯვებთ ახლა" - თქვა ზელენსკიმ.

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და უკრაინა) 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

1945 წლის 8 მაისს, ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.




Print