ახალი ამბები
ქუთაისის მერმა თანამშრომლებს პრეზენტაცია დაუწუნა და დაჯილდოება გადადო
FaceBook
ქალაქის პირველი პირის უკმაყოფილება ანგარიშის პრეზენტაციაზე არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების არყოფნამ გამოიწვია.


ქუთაისის მერიის ადმინისტარაციული სამსახურმა 2015 წლის მუშაობის ანგარიში სასტუმრო "ბაგრატ 1003"-ში წარადგინა. ანგარიშის წარდეგნას  მხოლოდ მერიის  და მედიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში მის პრეზენტაციამდე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ დაიწუნა.

ქალაქის პირველი პირის უკმაყოფილება ანგარიშის პრეზენტაციაზე არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების არყოფნამ გამოიწვია.
"ამ ანგარიშს ვისთვის ვაკეთებთ, რატომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციიის წარმომადგენლები", - ასე მიმართა პრეზენტაციის დაწყებამდე ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიას ქალაქის მერმა.

გასული წლის ანაგარიშისა და მიმდინარე წლის მთავარი პრიორიტეტების პრეზენტაციის ფარგლებში ტორტის გაჭრასთან ერთად დაგეგმილი იყო მერიის ადმინსტრაციული სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის სიგელებით დაჯილდოება. თუმცა, ე.წ. დაჯილდოების ცერემონია ქალაქის მერის რეკომენდაციით გადაიდო.

"კარგია რომ ეს პრეზენტაცია გააკეთეთ და ამდენი შრომა ჩადეთ. მაგრამ ამის წარდგენა მხოლოდ მერიის თანამშრომლებისთვის საკმარისი არ არის. ამ დარბაზში იმიტომ შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარგედგინათ. მოგიწევთ, ამ პრეზენტაციის ჩვენება ზუსტად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კრიტიკულ შეკითხვას დაგვისვამენ და მასზე პასუხი უნდა გასცეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ დაჯილდოებაზე. ეს პრეზენტაცია რატომ უნდა დაუმალოთ საზოგადოებას", - განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა. 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურში აცხადებენ, რომ ანგარიშს არასამთავრობო სექტორს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
Print