ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას კითხვარის მეორე ნაწილს ხვალ გადასცემს
FaceBook
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებული კითხვარის მეორე ნაწილს ხვალ, 10 მაისს გადასცემს.


ევროკომისიისგან და შემდეგ უკვე ევროსაბჭოსგან, სახელისუფლებო პარტიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

კითხვარის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა და ევროკომისიას 2 მაისს გაეგზავნა. დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კითხვარის მეორე, ტექნიკური ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2300 შეკითხვაზე უნდა გასცეს პასუხი.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია პასუხების დასაბუთებას ითხოვს.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.


Print