ახალი ამბები
"სამოქალაქო პირების „აზოვსტალიდან“ გამოყვანა მოვახერხეთ"- ზელენსკი
FaceBook
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი სამხედროებისა და ექიმების ევაკუაციაზე მუშაობს.
მის განცხადებას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს.

ზელენსკის ასევე მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარსა და გაეროს „აზოვსტალიდან“  სამოქალაქო პირების გაყვანაში დახმარებისთვის.

„მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და გაეროს გუნდებს, რომლებიც „აზოვსტალდან“ ევაკუაციის მისიის პირველი ეტაპის განხორციელებაში დაგვეხმარნენ. 300-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ფაქტობრივად, სამოქალაქო პირების „აზოვსტალიდან“ გამოყვანა მოვახერხეთ.

ახლა კი მეორე ეტაპს ვამზადებთ - დაჭრილებისა და მედიკოსების ევაკუაციას. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეთანხმებას შეასრულებს, რა თქმა უნდა, თუ მოტყუება არ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროების გამოყვანაზეც ვმუშაობთ - ყველა იმ გმირის, ვინც მარიუპოლს იცავს. ეს ძალიან რთულია. მაგრამ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ამ სირთულის მიზეზს ყველა ხვდება, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. არ ვჩერდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

7 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია.

უკრაინაში 74 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print