ახალი ამბები
რუსეთი გეგმავს ხერსონში უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭოს
FaceBook
რუსეთი გეგმავს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭოს.


უკრაინის ომბუდსმენ ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსული ძალები გეგმავენ რუბლის შემოღებას. ასევე, აპირებენ იმ გერბის დაბრუნებას, რომელიც ხერსონის ოლქს ჰქონდა რუსეთის იმპერიის დროს.

რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს ხერსონის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის "ფილტრაცია".

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის იური სობოლევსკის თქმით, რუსული ჯარები "ასუფთავებენ რეგიონს იმ ადამიანებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საოკუპაციო რეჟიმს". მან დასძინა, რომ ჩხრეკა და გატაცება გრძელდება რეგიონში, რომელიც ძირითადად, რუსების მიერ არის ოკუპირებული.

"ოკუპაციის მოწინააღმდეგე მოსახლეობას აწამებენ, ამჟამად 500-ზე მეტი ადამიანი იმყოფება წამების კამერებში", - აცხადებს იური სობოლევსკი.

უკრაინაში 73 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.

Print