ახალი ამბები
გერმანიაში, 8-9 მაისის დემონსტრაციებზე, რუსულთან ერთად უკრაინული სახელმწიფო სიმბოლოებიც იკრძალება
FaceBook
უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი, გერმანიას 8-9 მაისის დემონსტრაციებზე უკრაინის დროშისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების აკრძალვის გამო აკრიტიკებს.


ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გამოცემა RND-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, 8-9 მაისის დემონსტრაციებზე უკრაინული სიმბოლოების აკრძალვა, რუსული იმპერიალისტური სიმბოლოების გვერდით, როგორიცაა ასო "Z", არის "უკრაინისთვის სახეში სროლა".

მან ბერლინს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა.

უკრაინაში 73 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. გაანადგურეს ათასზე მეტი დასახლებული პუნქტი და მოკლეs ათასობით ადამიანი, თუმცა, რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერც ერთ ფრონტსა და პოზიციაზე ვერ მიაღწია.
Print