ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 73-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 25 100 ადამიანი

ტანკი – 1122 ერთეული

ჯავშანტექნიკა / APV – 2 713 ერთეული

საარტილერიო სისტემა – 509 ერთეული

MLRS – 172 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 84 ერთეული

თვითმფრინავი – 199 ერთეული

ვერტმფრენი – 155 ერთეული

საავტომობილო მანქანა – 1 934 ერთეული

გემი/ნავი – 11 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 341

სპეციალური აღჭურვილობა – 38

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 90

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

152 თვითმფრინავი

112 ვერტმფრენი

749 უპილოტო საფრენი აპარატი

291 საზენიტო სარაკეტო სისტემა

2 867 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 345 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 698 სპეციალური სამხედრო მანქანა


უკრაინაში 73 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print