ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 72-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით, 24 900 ადამიანი

ტანკი – 1110 ერთეული

ჯავშანტექნიკა / APV – 2 686 ერთეული

საარტილერიო სისტემა – 502 ერთეული

MLRS – 171 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული

თვითმფრინავი – 199 ერთეული

ვერტმფრენი – 155 ერთეული

საავტომობილო მანქანა – 1 926 ერთეული

გემი/ნავი – 11 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 324

სპეციალური აღჭურვილობა – 38

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 90

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

151 თვითმფრინავი

112 ვერტმფრენი

742 უპილოტო საფრენი აპარატი

290 საზენიტო სარაკეტო სისტემა

2 854 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

329 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 338 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

2 683 სპეციალური სამხედრო მანქანა


უკრაინაში 72 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.






Print