ახალი ამბები
უკრაინაში შეტაკების შედეგად ცხრა ქართველი მებრძოლი დაშავდა
FaceBook
უკრაინაში შეტაკებისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა.

ამის შესახებ ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი, ლადო გამსახურდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

მისივე ცნობით, 9-ვე დაჭრილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგავართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია". როგორც ხედავთ, ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენ გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ", – წერს ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში ოკუპანტი ქვეყნის შეჭრიდან დღემდე 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Print