ახალი ამბები
„ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი“ - ჯორჯ ბუში ზელენსკიზე
FaceBook
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს. 

„ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი" - ასეთი განცხადება გააკეთა მან თავის ინსტაგრამ გვერდზე.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის "მისი ლიდერობისთვის, მისი მაგალითისთვის და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის"

5 მაისს გამოქვეყნებულ ინსტაგრამის პოსტში ჯორჯ ბუშმა ასევე ხაზი გაუსვა და  მიესალმა „უკრაინელი ხალხის დიდ სიმამაცეს“.

ჯორჯ ბუში ამერიკის 43-ე პრეზიდენტი იყო 2001-2009 წლებში.
Print