ახალი ამბები
,,აზოვსტალზე“ განახლებული თავდასხმები 9 მაისს უკავშირდება'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგები იზრდება, რაც სამხრეთ დონბასში მათ ოპერატიული გეგმების სისრულეში მოყვანას ხელს უშლის.

ბრიტანული დაზვერვა ასევე საუბრობს 9 მაისის მოახლოებაზე. მათი ვარაუდით, „აზოვსტალის“ ქარხნის განადგურების განახლებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან, სწორედ ამ დღის მოახლოებასა და პუტინის სურვილს უკავშირდება, აღნიშნოს სიმბოლური გამარჯვება.

"მიუხედავად რუსი ოფიციალური პირების განცხადებებისა, რომ ისინი მხოლოდ „აზოვსტალის“ ქარხნის დაბლოკვას ცდილობენ, მეორე დღეა რუსული ძალები მარიუპოლში აგრძელებენ სახმელეთო თავდასხმებს „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაზე. „აზოვსტალის“ გაუვნებლებისა და მარიუპოლის სრულად აღებისთვის რუსეთის განახლებული ძალისხმევა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისის გამარჯვების დღის მოახლოებასთან და პუტინის სურვილთან – გამოაცხადოს სიმბოლური გამარჯვება უკრაინაში. ეს ძალისხმევა რუსეთს ადამიანური, აღჭურვილობის და საბრძოლო მასალის ფასად უჯდება. მანამ „აზოვსტალში“ უკრაინული წინააღმდეგობა არსებობს, რუსული დანაკარგები კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და სამხრეთ დონბასში მათი ოპერატიული გეგმების ჩაშლას,"
- აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს.

Print
თეგები: #აზოვსტალი