ახალი ამბები
მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება
FaceBook
უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მოქალაქეების ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება.

მშვიდობიანი ხალხის  მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გაყვანა ადგილობრივი დროით 12 :00 საათზე მოხდება.

გუშინ, 5 მაისს ჰუმანიტარული დერეფნის ფარგლებში 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

"ესენი არიან ქალები, ბავშვები და უფროსი ასაკის ადამიანები მარიუპოლიდან, მანგუშადან, ბერდიანსკადან, ტოკმაკადან და ვასილევკიდან. ყველა მათგანი ზაპოროჟიეში ჩავიდა. ჩვენი კიდევ ერთი პატარა გამარჯვება. მადლობა გაეროს თანამშრომლებს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს! მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაცია მიმდინარეობს", - წერს ვერეშჩუკი.

უკრაინაში 72 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print