ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 71-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 24 700 ადამიანი

ტანკი – 1092 ერთეული

ჯავშანტექნიკა / APV – 2 651 ერთეული

საარტილერიო სისტემა – 499 ერთეული

MLRS – 169 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83 ერთეული

თვითმფრინავი – 196 ერთეული

ვერტმფრენი – 155 ერთეული

საავტომობილო მანქანა – 1 907 ერთეული

გემი/ნავი – 10 ერთეული

საწვავის ავზი – 76 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 312

სპეციალური აღჭურვილობა – 38

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 89

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

149 თვითმფრინავი

112 ვერტმფრენი

726 უპილოტო საფრენი აპარატი

288 საზენიტო სარაკეტო სისტემა

2 834 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

325 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

1 306 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

2 646 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 71 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print