ახალი ამბები
რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ყიდვა აეკრძალებათ
FaceBook
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, რუსეთის მოქალაქეებისთვის ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების აკრძალვა დაამატა.



ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებთან და რეზიდენტებთან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები შეჩერდება. (უძრავი ქონების როგორც ირიბი, ისე პირდაპირი გზით გაყიდვა და გადაცემა)

აკრძალვა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული იმ სანქციების ნაწილია, რომელიც რუსული ნავთობისა და ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის წინააღმდეგ არის მიმართული.

აკრძალვა ასევე შეეხება იმ რუსებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არ არიან და არ აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბინადრობის უფლება.

Print