ახალი ამბები
ქუთაისში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ მკურნალობა მოითხოვეს
FaceBook
ქუთაისში ექიმებმა ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.


სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მთავრობისგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შემდეგ მისი შესაბამისი მკურნალობა მოითხოვეს.

"კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ პატიმარმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ჩვენ მთავრობას კატეგორიულად ვთხოვთ, რომ დაუშვან პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც შეაფასებენ მიხეილ სააკაშვილის უაღრესად დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადგება შესაბამისი მკურნალობის საკითხი, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ",
- განაცხადა ექიმმა მაგული ჩხობაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია. 27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს. კონსილიუმის წევრების განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტს საკვების მიღება სურს, თუმცა, ამას ვერ ახერხებს. მათი თქმით, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
Print