ახალი ამბები
რუსეთი მარიუპოლში 9 მაისის აღლუმის ჩატარებას გეგმავს
FaceBook
რუსეთი გეგმავს 9 მაისის სამხედრო აღლუმის მარიუპოლში გამართვას.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დირექტორატის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის შტაბის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო დაბომბილ მარიუპოლში ჩავიდა, რათა გაეკონტროლებინა "აღლუმისთვის მზადება".

მზადებაში იგულისხმებოდა დასუფთავება, ცენტრალური ქუჩების ნამსხვრევებისგან გაწმენდა, აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გატანა, მათ შორის, ტერიტორიიდან დაღუპულთა ცხედრების გაყვანა.

ქალაქი მარიუპოლი თითქმის ორი თვეა ალყაშია. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მიწასთან გაასწორეს. დაღუპულია ათასობით მოქალაქე. ბოლო ინფორმაციით, ერთადერთ პუნქტში, აზოვსტალის ქარხანაში, რომელსაც უკრაინელი მხარე აკონტროლებდა, რუსული ჯარი შეიჭრა. ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ ჯარისკაცებთან კომუნიკაცია შეწყვეტილია.


Print