ახალი ამბები
უკრაინელი ლტოლვილებისთვის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლი გაიმართება
FaceBook
29 მაისს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში საგანგებოდ უკრაინელი ლტოლვილებისთვის სპექტაკლი გაიმართება.


მესხიშვილის თეატრი ლტოლვილებს სპექტაკლზე "ქარი ქრის ვერხვებში" ეპატიჟება.

სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება რუსული სუბტიტრებით.

"საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ" "ქარი ქრის ვერხვებში" მთავარი პრიზი გადასცა 2020 წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის.

სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა. მასში მთავარ როლებს ზვიად სვანაძე, სულხან გოგოლაშვილი, დავით როინიშვილი ასრულებენ. სპექტაკლი ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით შეიქმნა.

მაისში მესხიშვილის თეატრი მაყურებელს კიდევ ათ სპექტაკლს სთავაზობს.
Print