ახალი ამბები
ევროკავშირი რუსული გაზის ჩამნაცვლებელს აფრიკაში ხედავს - Bloomberg
FaceBook
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკავშირი შეეცდება გაზარდოს თანამშრომლობა აფრიკის ქვეყნებთან, რათა ხელი შეუწყოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ჩანაცვლებას.


Bloomberg ამ ინფორმაციას ევროკავშირის დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აფრიკული ბუნებრივი აირი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს მოსკოვზე დამოკიდებულება შეამციროს მიმდინარე წელს თითქმის ორი მესამედით. აფრიკის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ნიგერია, სენეგალი და ანგოლა თხევადი ბუნებრივი აირის დიდწილად გამოუყენებელ პოტენციალს სთავაზობენ ევროკავშირს",
- წერს Bloomberg.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ცდილობს უარი თქვას რუსული გაზის ყიდვაზე და ეძებოს ალტერნატიული გზები. რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, პოლონეთმა, დანიამ, საბერძნეთმა.
Print