ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 375 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
FaceBook
დიდი ბრიტანეთი უკრაინას კიდევ 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარებას გაუწევს (375 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული ომისა და ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემების მიწოდებას.

ამის შესახებ Ukrinform-ი Reuters-ზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე ლონდონმა 200 მილიონი ფუნტის დახმარება უკვე გასცა. კერძოდ, მან უკრაინაში გაგზავნა 5000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ხუთი საჰაერო თავდაცვის სისტემა სხვა საბრძოლო მასალებთან ერთად.

პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, გაერთიანებული სამეფო უკრაინას შესთავაზებს ღამის ხედვის მოწყობილობებს, სატელიტური ნავიგაციის ჩაკეტვის საშუალებებს, მძიმე დრონებს და ჯავშანმანქანებს სამოქალაქო ოფიციალურ პირებისთვის.

უკრაინაში 69 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print