ახალი ამბები
დადგენილ მარშრუტებზე პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად მეცადინეობას ვერ შეძლებთ
FaceBook
მართვის მოწმობის მიღების მსურველები, მომსახურების სააგენტოს მიერ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის მომზადებას ვერ შეძლებენ.

საუბარია ახალ მარშრუტებზე, რომელიც გამოსაცდელმა ქალაქის რეალურ მოძრაობაში უნდა გაიაროს. ამ მარშრუტებზე პრაქტიკული სწავლება აკრძალული იქნება. გზის იმ მონაკვეთებს, სადაც ავტოსკოლების ინსტრუქტორებს სწავლება შეეძლებათ, მუნიციპალიტეტები თავად დაადგენენ.

მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას 9 ქალაქში: რუსთავში, გორში, თელავში ფოთში, ახალციხეში, ქუთაისში, საჩხერეში, ოზურგეთსა და ბათუმში.

"B" და "B1" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის მსურველს თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში აქვს უფლება გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე, მისი ჩაბარების შემდეგ, მეორე ეტაპის გამოცდის გასავლელად კი ერთი წელი აქვს.

Print