ახალი ამბები
,,რუსული სახმელეთო ძალების მეოთხედი გამოუსადეგარია'' - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალების მეოთხედი გამოუსადეგარია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ომის დასაწყისში ბრძოლაში 120 ბატალიონისგან შემდგარი ტექნიკური დანაყოფი ჩართო, რაც ოკუპანტი ქვეყნის სახმელეთო ძალების 65%-ია.

"ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი საომარი მოქმედებებისთვის უკვე გამოუსადეგარია", - აღნიშნავს დაზვერვა.

მათივე თქმით, საჰაერო სადესანტო ჯარებმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადეს და რუსეთს წლები დასჭირდება ამ ძალების აღსადგენად.

უკრაინაში 68 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print