ახალი ამბები
დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ჯერჯერობით, უცნობია დაესწრება თუ არა ბრალდებული/მსჯავრდებული სხდომას. როგორც ცნობილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, პატიმარს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებაში.
Print