ახალი ამბები
წვიმის გამო რა ღონისძიებები (არ) ჩატარდება - " ქუთაისობა 2022"-ის განახლებული პროგრამა
FaceBook
"გვრილობასთან" დაკავშირებით ქუთაისის მერიის მიერ   დაგეგმილი 25 ღონისძიებიდან  17 ჩატარდება, მიზეზი  2 მაისს მოსალოდნელი ძლიერი წვიმაა.
"2 მაისს მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო,  ქუთაისობა 2022"-ის პროგრამაში, შევიდა ცვლილებები. შეიცვალა რამდენიმე ღონისძიების გამართვის ადგილი.
გთავაზობთ "ქუთაისობა 2022"-ის განახლებულ პროგრამას", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში: 

გთხოვთ იხილოთ ქუთაისის საქალაქო ზეიმი 2022 წლის განახლებული პროგრამა, 2 მაისი

10:00 – 10:30 ქუთაისის მიტროპოლიტის მეუფე - ბაგრატის საკათედრო ტაძარი კურთხევა;

10:45 – 11:00 ადგილობრივი საჯარო პირების ძეგლების მონახულება პატივისცემის ნიშნად - ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმთან;

11:00 – 12:00 ქუთაისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია - თეთრი დარბაზი (ქუთაისის მუნიციპალიტეტი);

12:00 – 18:00 ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთათვის - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

12:00 – 18:00 ქუთაისის ფოტოები XIX საუკუნის დასასრულიდან და XX საუკუნის დასაწყისი - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

12:00 – 18:00 ფოტოგამოფენა: კაბინეტის ფოტოგრაფია ქუთაისში - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

12:00 – 18:00 თამარ ჯიხვაშვილის ნამუშევრების გამოფენა - ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, DMO იმერეთი;

12:00 – 18:00 გამოფენა: ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზმენები ქუთაისიდან - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

13:00 - საჯარო ლექცია „ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

13:00 – 18:00 საგაზაფხულო გამოფენა – გალერეა „ვარლა“; 

14:00 -16:00 “წითელქუდა” - თოჯინების თეატრი;

15:00 – 17:00 საგანმანათლებლო ღონისძიება, ჰიგიენის კლუბის საქმიანობის პრეზენტაცია - სასტუმრო "ბაგრატი 1003";

17:00 – 18:30 “გვირილობა- 2022” კონცერტი - მ. ბალანჩივაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი;

18:00 – 18:30 მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილე - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

18:00 – 19:00 ამერიკული ჯაზ ბენდის კონცერტი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წითელ დარბაზში;

18:30 – 19:30 ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი - ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;

20:00 – 21:00 ქალაქური სიმღერების საღამო მანანა მენაბდესთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად – სასტუმრო „ბაგრატი 1003“;

"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად "გვირილობის" დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.


Print