ახალი ამბები
„წარმატების“ საჩვენებლად პუტინი ხერსონში ყალბი „რეფერენდუმის“ ჩატარებას შეეცდება - უკრაინის დაზვერვა
FaceBook
უკრაინელების წინააღმდეგობამ შეიძლება გააფუჭოს პუტინის გეგმა ხერსონში მარიონეტული სახელმწიფოს შექმნის შესახებ.


ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო ავრცელებს.

მათი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისამდე უნდა აჩვენოს რაიმე სახის "წარმატება", ამიტომ ის შეეცდება მოაწყოს ყალბი "რეფერენდუმი" ხერსონში მარიონეტული სახელმწიფოს გამოცხადებისთვის.

თუმცა, ხერსონის ოლქში მიმდინარე ბრძოლები და რეგიონის ხერსონის ოლქის მცხოვრებლების საპროტესტო აქციები ამ გეგმებს ანგრევს".

უკრაინაში 66 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან. უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა 950-მდე დასახლებული პუნქტი.
Print