ახალი ამბები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
FaceBook
მოხალისეთა ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი ვიტალი ორბელაძე იზიუმში, ხარკოვის ოლქში, ბრძლის დროს დაიღუპა.

ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

46 წლის ვიტალი ორბელაძე 23 აპრილს დაიღუპა, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდა.

ინფორმაცია ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ბატალინის ფეისბუკგვერდზე დაიდო.

ამავე გვერდზე მოყვანილია ვიტალი ორბელაძის მეუღლის ელენე ივანოვნას სიტყვები:

"გუშინ დავგეგმეთ ომის შემდგომი ცხოვრება, მთელი ოჯახი როგორ შეიკრიბება სადღესასწაულო სუფრასთან და აღვნიშნავთ მტერზე გამარჯვების დღეს. დღეს გავიგე, როგორ დაუნდობლად ართმევს ომი ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს. ჩემი ქმარი ვიტალი ზურაბის ძე ორბელაძე სულ რაღაც 46 წლის იყო ის მშვიდობისთვის იბრძოდა თავისი ექვსი შვილისთვის: რომანის, რუსლანის, ვალიას, ვირას, მაშას, კაროლინას (ყველაზე ახალგაზრდა, 2012 წელს დაბადებული) და ოთხი შვილიშვილისთვის: ვიტალი, დენის, მარიანა და ანჯელინა. ის იყო მამაცი, ძალიან მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი მათგანი არ იყო მისი ბიოლოგიური შვილი, მან შეძლო გამხდარიყო მათი დამრიგებელი და ერთგული მეგობარი, რომელთაც შეეძლოთ გაჭირვების დროს მიემართათ მისთვის. ჩვენი ორი შვილი, რომანი და რუსლანი, ახლაც ჯარში არიან და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან“.

უკრაინაში 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


Print