ახალი ამბები
"ჩვენმა სამხედროებმა შექმნეს გმირობის საამაყო მაგალითები" - პრემიერი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებს მათი დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე პრემიერმა ქართული ჯარის ქვეყნის წინაშე დამსახურებაზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს - ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე ძალიან მიხარია, რომ მათ კვალდაკვალ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედროები, რომლებიც მაღალი დონის სამხედრო განათლებით, დიდი მოტივაციითა და შემართებით, გამოცდილი მებრძოლების გვერდით იმაღლებენ თავიანთ პროფესიონალიზმს და განასახიერებენ ჩვენს მომავალს",
- განაცხადა პრემიერმა.

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს შექმნიდან 31 წელი შეუსრულდა. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
Print