ახალი ამბები
კორონავირუსის 30 აპრილის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 153 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 237 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ვირუსით არ გარდაცვლილა არც ერთი ადამიანი.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 76 შემთხვევა, აჭარა - 9, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 11, შიდა ქართლი - 5, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 655 098 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 637 037, გარდაიცვალა 16  805 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Print