ახალი ამბები
საგაზაფხულო გამოფენა „ვარლაში“ (ფოტო)
FaceBook
მხატვართა კავშირის საგამოფენო სივრცე "ვარლაში" საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა.

„ვარლას“ დარბაზი ოც წელზე მეტია მასპინძლობს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 65 მხატვრის 120-მდე ნამუშევარი. 







„თემატურად არ იზღუდებიან მხატვრები, თუკი რაიმე კონკრეტულ მოვლენას არ ეხება გამოფენა“, - ამბობს იმერეთის მხატვართა კავშირის ხელმძღვანელი ვალერი მეძმარიაშვილი.

მხატვართა კავშირი 65 წელს ითვლის. საგამოფენო დარბაზი „ვარლა“ 2001 წელს გაიხსნა.
Print