ახალი ამბები
ქუთაისში ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ძარცვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ. ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ქალბატონს ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, ბეჭედი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, თორნიკე კ. იმავე დღეს ქალაქ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.
Print